CopyrightX არის 12 კვირიანი კურსი, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ჰარვარდის სამართლის სკოლის, ჰარვარდX დისტანციური სწავლებისა და ბერკმან კლაინის ინტერნეტისა და საზოგადეობის ცენტრის ხელშეწყობით. კურსის შემქმნელი და ხელმძღვანელია ჰარვარდის სამართლის სკოლის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პროფესორი ვილიამ ფიშერი. მან შეიმუშავა კურსი, მისი სწავლების სპეციფიკა, მოამზადა დისტანციური ლექციები, შეარჩია და შექმნა საკითხავი მასალა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰარვარდის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით 2018 წლიდან სთვაზობს სტუდენტებს კურსს საავტორო სამართალში.
კურსი განკუთვნილია საავტორო სამართლით დაინტერესებული პირებისათვის და ძირითადად ამერიკულ საავტორო სამართალს მიმოიხილავს. ქართველი მონაწილეებისათვის კურსის განმავლობაში, დამატებით, განხილული იქნება ქართული საავტორო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპები. კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საავტორო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვან და პრეცედენტულ დავებს.
კურსის აღწერილობა:
მონაწილეები მოუსმინენ ვიდეო-ლექციებს, ასევე ექნებათ წვდომა საკითხავ მასალაზე, რომლის განხილვაც მოხდება სამუშაო ჯგუფებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ჩატარდება შერეული ფორმატით დასწრებით ფორმატში ან დისტანციურად ყოველკვირეულად და მას გაუძღვებიან ადგილობრივი სპეციალისტები.
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კურსის განრიგი (2025 წელი):
- 22 მარტი, 2025 - აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა;
- 22-30 მარტი, 2025 - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
- 31 მარტი, 2025 - აპლიკანტებს ეცნობებათ შერჩევის შედეგები
- 2 აპრილი, 2025 - კურსის დაწყება
- 10-25 ივლისი, 2025 - საგამოცდო პერიოდი
- აგვისტო-სექტემბერი - გამოცდის შედეგები
საჭირო ინფორმაცია:
- კურსის გავლის საფასურია 300 ლარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუტენტებისათვის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხური) შემოთავაზებული კურსი უფასოა;
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საავტორო სამართლით დაინტერესებულ ყველა პირს. კურსზე დაშვების წინაპირობები იხილეთ ქვემოთ;
- სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება, ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამონაკლის შემთხვევებში, ჩატარდება ონლაინ ფორმით;
- ყოველკვირეული სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე დასწრება სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის, ორზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება საბოლოო გამოცდაზე და ვერ მიიღებს სერტიფიკატს ჰარვარდის სამართლის სკოლისაგან;
- კურსის გავლისათვის საშუალოდ 100 აკადემიური საათია საჭირო, სამუშაო შეხვედრების, ვიდეო ლექციებისა და საკითხავი მასალის გათვალისწინებით.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ, მოითხოვონ ECTS კრედიტების მინიჭება კურსის წარმატებით გავლის და შესაბამისი სერტიფიკატის უნივერსიტეტში წარდგენის შემთხვევაში.
კურსზე დაშვების წინაპირობები:
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
- კურსზე დაიშვებიან სტუდენტები, რომლებსაც ბაკალავრიატის საფეხურის მინიმუმ 4 სემესტრი აქვთ გავლილი და კურსდამთავრებულები;
- კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია, აპლიკაციის შევსება. იხილეთ აპლიკაციის ფორმა.
მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე აპლიკაციის განხილვისა და გასაუბრების შედეგად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.