მთავარი

CopyrightX არის 12 კვირიანი კურსი, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ჰარვარდის სამართლის სკოლისჰარვარდX დისტანციური სწავლებისა და ბერკმან კლაინის ინტერნეტისა და საზოგადეობის ცენტრის ხელშეწყობით. კურსის შემქმნელი და ხელმძღვანელია ჰარვარდის სამართლის სკოლის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პროფესორი ვილიამ ფიშერი. მან შეიმუშავა კურსი, მისი სწავლების სპეციფიკა, მოამზადა დისტანციური ლექციები, შეარჩია და შექმნა საკითხავი მასალა.

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰარვარდის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით 2018 წლიდან სთავაზობს კურსს ქართველ სტუდენტებს.

კურსი განკუთვნილია საავტორო სამართლით დაინტერესებული პირებისათვის და ძირითადად ამერიკის საავტორო სამართალის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. ქართველი მონაწილეებისათვის კურსის განმავლობაში დამატებით განხილული იქნება ქართული საავტორო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპები. კურსის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საავტორო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვან და პრეცედენტულ დავებს.

კურსის აღწერილობა: მონაწილეები უყურებენ ვიდეო ლექციებს, ასევე ექნებათ წვდომა საკითხავ მასალაზე, რომელთა განხილვაც მოხდება ყოველკვირეულად გამართულ სამუშაო ჯგუფებში. სამუშაო ჯგუფები ჩატარდება ყოველკვირეულად და მას გაუძღვებიან ადგილობრივი სპეციალისტები. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

კურსის განრიგი:

  • 21 იანვარი 2020 - აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა;
  • 27-31 იანვარი 2020 - აპლიკანტებს ეცნობებათ შერჩევის შედეგები;
  • 03 თებერვალი  2020 - კურსის დაწყება;
  • 24 აპრილი 2020 - კურსის დახურვა;
  • 6 - 9 მაისი 2020 - საგამოცდო პერიოდი;
  • 10 ივნისი 2020 - გამოცდის შედეგები.

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროგრამის გავლის საფასურია 300 ლარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/კურსდამთავრებულებისათვის კურსი უსასყიდლოა;
  • სამუშაო ჯგუფების საათები განსაზღვრულია სააპლიკაციო ფორმაში, რომლის არჩევაც სავალდებულოა აპლიკაციის გაგზავნის დროისათვის;
  • ყოველკვირეული სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე დასწრება სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის, ორზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება საბოლოო გამოცდაზე, შესაბამისად, ვერ მიიღებს სერტიფიკატს ჰარვარდის სამართლის სკოლისაგან;
  • სამუშო შეხვედრების, ვიდეო ლექციებისა და საკითხავი მასალის გათვალისწინებით კურსის გავლისათვის საჭირო დრო 100 აკადემიურ საათს შეადგენს;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე მოითხოვონ კრედიტების ჩათვლა;
  • კურსი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ. ადვოკატთა ასოციაციის წევრებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიენიჭებათ 10 კრედიტი ასოციაციის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

მონაწილეობის წინაპირობები და აპლიკანტთა შერჩევა: 

  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • კურსზე დაიშვებიან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები და სტუდენტები, რომლებსაც გავლილი აქვთ ბაკალავრის საფეხურის მინიმუმ 4 სემესტრი;
  • კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია, აპლიკაციის შევსება: იხილეთ აპლიკაციის ფორმა;
  • მონაწილეებისშერჩევა მოხდება აპლიკაციის მიხედვით, დამატებით შესაძლებელია დაინიშნოს გასაუბრება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.